რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?
B დივიზიონის 4 პირველადგილოსანი გავა პლეიოფში და შემდეგი ტურნირისთვის გადაინაცვლებს A დივიზიონში. პლეიოფში 4 პირველადგილოსანი შეუერთდება სტანდარტული შესარჩევის 12 მეორეადგილოსანს. საგზურს კი 4 მათგანი მიიღებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 16 ევროპული გუნდი მიიღებს – 12 კლასიკური შეჯიბრის პირველადგილოსნები და 4 ერთა ლიგის პლეიოფებიდან.