"რაც მთავარია, ჯანმრთელია" - ბუდუ ზივზივაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
ბუდუ ზივზივაძე უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ის ჩეხეთთან თამაშის წინ განცხადებას ავრცელებს.
“როგორც ყოველთვის, ნაკრებში ყოველთვის შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ” | განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუშინ საგურამოს ბაზაზე თერთმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, ცამეტი მოთამაშე კი გუნდს დღეს შეუერთდება.
საქართველო – ჩეხეთის შეხვედრა შაბათს, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.