ცნობილია - რა იდო გიორგი მიქაუტაძის ჩემოდანში
ჩეხეთთან თამაშის დაწყებამდე, გიორგი მიქაუტაძემ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.
გამაჯრვების შემდეგ (4:1) მიქაუტაძემ, მოედანი ამ ჩემოდნით დატოვა და მანამდე, გულშემატკივრებთანაც ჩაიარა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩემოდანში ქართველ შემტევს ევრო 2024-ის ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო ჰქონდა შენახული.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი 3 გატანილი გოლით გახდა.