ტედი რინერის პირველი კომენტარი გურამ თუშიშვილთან დაპირისპირების შემდეგ
ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს.
როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.
„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, – ამბობს ის.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ქართველის აქტიურობით დაიწყო, თუმცა, რინერმა ვაზარის შესრულება შეძლო, რის შემდეგაც, მოგების აღნიშნვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია.