რეგისტრაცია
Website Demo » ”გიული ბებიამ 1 მილიონი აჩუქა ბავშვს, მიშამ კი…” – ნახეთ რა ძვირფასი საჩუქრები აჩუქეს ლიზა იასკოს და მიხეილ სააკაშვილის შვილს

”გიული ბებიამ 1 მილიონი აჩუქა ბავშვს, მიშამ კი…” – ნახეთ რა ძვირფასი საჩუქრები აჩუქეს ლიზა იასკოს და მიხეილ სააკაშვილის შვილს

03 Sep 2024, 20:11

 

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მათი ცნო­ბით, გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნელ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან შე­ე­ძი­ნა, კი­ევ­ში სა­ჩუქ­რად ბინა მი­ი­ღო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­შია, დე­და­მის­მა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა.

უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, რომ ბინა კი­ევ­ში, მის­მა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი კი, ვინც გო­გო­ნას ბინა გა­და­უ­ფორ­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნია გახ­ლდათ.

პა­ტა­რა ჟას­მინ­მა, რო­მელ­საც დე­დამ თა­ვი­სი გვა­რი მის­ცა, 2023 წლის აპ­რილ­ში სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბინა კი­ევ­ში. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა, და­ახ­ლო­ე­ბით 145 ათა­სი დო­ლა­რი.

ბე­ბი­ამ შვი­ლიშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით – 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნაც (25 ათა­სი დო­ლა­რი) აჩუ­ქა. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს თან­ხა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თვის.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიზა იას­კო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კვლა­ვაც ცხოვ­რო­ბენ კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და. სახ­ლის ფარ­თო­ბი არის 120 კვ.მ, მი­წის ნაკ­ვე­თის კი 1022 კვ.მ, სახ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის სა­კუთ­რე­ბაა

აგრეთვე იხილეთ: