ავტომობილში დატოვებული 3 წლის ბავშვი სიცხისგან გარდაიცვალა – მამა მარკეტში საყიდლებზე იყო შესული
აშშ-ში 3 წლის ბავშვი ავტომობილში, სიცხისგან, მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მამა მარკეტში საყიდლებზე იყო შესული – შემთხვევა მიჩიგანში მოხდა. “ბავშვი მანქანაში სიცხისგან გაწითლებული იპოვეს – ის უკვე გარდაცვლილი იყო”, – წერს მედია.
არსებული ინფორმაციით, მამამ შვილი მანქანაში ჩატოვა, გარედან ჩაკეტა და თავად მარკეტში, საყიდლებზე შევიდა. ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აღწევდა.
ვიკსბურგის პოლიცია არკვევს, რამდენი ხნის განმავლობაში იდგა ავტომობილი სიცხეში – მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: Mirror