„მეკარე წელში მუხლით დამეჯახა და... " ბუდუ ზივზივაძის პირველი კომენტარი მიღებული ტრავმის შემდეგ
გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის ტრავმაზე წერდა.
„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.
საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია.
„გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ,” – უთხრა ბუდუმ ქართულ სპორტულ გამოცემას.