რეგისტრაცია
Website Demo » 15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15 Aug 2024, 09:41

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

ურთიერთობებისთვის იდეალური დღეა. უცნობ ადამიანებთანაც კი საერთო ენას ადვილად პოულობთ და მშვიდობას ამყარებთ მათთან, ვისაც დიდი ხნის წინ, კონფლიქტის შედეგად დასცილდით. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გელით. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.


კურო

ეს არის დღე, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი საქმე თავად უნდა აკეთოთ. თუ საქმეს სხვას გადააბარებთ ან დახმარებას სთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოს.

მოერიდეთ გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. უმჯობესია, საღამო ისე დაგეგმოთ, რომ მარტო დარჩენა და რაიმე სასიამოვნო საქმის კეთება შეძლოთ.


ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის წამოწყებისთვის. იმის ძალა შეგწევთ, რომ საკუთარი თავისა და სხვებისთვის ბევრი სიკეთე აკეთოთ. ამ დღეს შენიშნავთ შესაძლებლობას, რომელიც ვერავინ დაინახა და უჩვეულო, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღეს მიღებული ცოდნა მოგვიანებით გამოგადგებათ.


კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ოჯახური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც ბოლო დროს ცხოვრებას გირთულებდათ. ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი და პირადი შეხვედრებისა და თანამოაზრეებთან ერთად სამოქმედო გეგმებზე მუშაობისთვის. ზოგ კირჩხიბს ერთი ნახვით შეყვარება ელის, მაგრამ ეცადეთ თავი არ დაკარგოთ.


ლომი

ნაკლებად ნაყოფიერი, მაგრამ ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი დღეა. ის, რასაც ადრე ვარაუდობდით, თანდათან ცხადი ხდება. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ძალიან გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. დროს და კეთილ სიტყვებს ყველასთვის პოულობთ, მაგრამ საღამოს შეიძლება იგრძნოთ, რომ სასიცოცხლო ძალა გამოგელიათ. მიეცით საკუთარ თავს დრო დასვენებისთვის - ამას იმსახურებთ.


ქალწული

მუშაობა დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნო აზრებისგან გათავისუფლდეთ და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას. არ დაგეზაროთ მათგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება - არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს.


სასწორი

შესანიშნავი დღეა, რომელიც წარმატებას გპირდებათ. ძველი გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებს შენიშნავთ, რომელთაგან ზოგმა შეიძლება უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. შესაძლოა, მაცდური შეთავაზებები მიიღოთ, მაგრამ ინფორმაციის შესწავლამდე ნუ დათანხმდებით. გარდა ამისა, ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენგან რას მოელიან.


მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ და მიუღწეველი მიზნები არ დაისახოთ. მოერიდეთ რისკს იქ, სადაც შედეგის მიღწევა ამის გარეშე შეგიძლიათ და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც სხვები გეუბნებიან. ეს საშუალებას მოგცემთ, ბევრი შეცდომა თავიდან აიცილოთ და სხვისი დაუდევრობის მსხვერპლი არ გახდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ გრძელვადიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ.


მშვილდოსანი

ამ დღეს, განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში, ბევრი ნერვიულობა გელით. ყველა წვრილმანი სერიოზულად გეჩვენებათ და უმნიშვნელო პრობლემებშიც კი კატასტროფას ხედავთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას და სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას მოერიდოთ - ახლა შეცდომის დაშვების ალბათობა საკმაოდ მაღალია. თანდათან ემოციური ფონი მოწესრიგდება და დაწყებული საქმეების დასრულებას შეძლებთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ.


თხის რქა

ამ დღეს სხვა დღეებზე მეტად გჭირდებათ, რომ გარშემო მყოფებმა თქვენი დამსახურება დააფასონ, მაგრამ ყურადღების მიქცევას ნუ ეცდებით. უკეთესი იქნება, თუ ყველაფერი თავისთავად მოხდება. სავარაუდოდ, ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ. მით უმეტეს, რომ ახლა შესყიდვებისთვის არახელსაყრელი დღეა. დაბრკოლების გადალახვას და მიზნის მიღწევას შეძლებთ, თუმცა ეს დიდ დროს და ძალას წაგართმევთ.


მერწყული

ამ დღეს ბევრჯერ გაგიმართლებთ და ბევრ სიტუაციაში ვარსკვლავების მხარდაჭერას იგრძნობთ. ფინანსურ და ქონებრივ პრობლემებს, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, წარმატებით მოაგვარებთ. სავარაუდოდ, ჩანაფიქრის განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან. საღამოს შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღება მარტო მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.


თევზები

დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ეს დღე საშუალებას გაძლევთ, საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. შუადღეს საშუალება გექნებათ, რომ ძველ პარტნიორებს შეხვდეთ და საქმიანი კავშირები განაახლოთ. შესაძლებელია მეგობრებმა საინტერესო იდეა შემოგთავაზონ ან თავად გაუზიაროთ იდეები ბიზნესთან დაკავშირებით. იღბლიანი შემთხვევა საშუალებას მოგცემთ, მოგებიანი შესყიდვა განახორციელოთ.

აგრეთვე იხილეთ: