”არ წყდება ტრაგედიები, აღარ გვყავს ჩვენი უსაყვარლესი გიორგი…” – ახლახანს ახალგაზრდა კაცი ტრაგიკულად მოკლეს, ცნობილია ვინაობა
სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა. 36 წლის გიორგი ქობულაშვილს სავარაუდოდ მისმა ნათესავმა გვიან ღამით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, ამის შემდეგ დანაშაულის იარაღი თან წაიღო და მიიმალა.
AMBEBI.GE გიორგი ქობულაშვილის ოჯახის ახლობელს ესაუბრა:
"უკარგესი ადამიანი იყო. ობოლი, ბებიას გაზრდილი. უბნის ბავშვების ქომაგი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, დანით მიაყენა მრავალი ჭრილობა თავში და გულშიო. გიორგი ყველა ბიჭს არიგებდა ჭკუას, ქომაგი იყო ყველასი, ვიღაცამ დარიგება ვერ გაუგო და გაიმეტეს სასიკვდილოდ, უპატიოსნესი, სხვისი დამხმარე უანგაროდ კეთილი ბიჭი მოგვიკლეს", - ამბობს ოჯახის ახლობელი.