რეგისტრაცია
Website Demo » თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ქმა­რი ეტლს მიეჯაჭვა – რა სჭირს მომღერლის მეუღლეს და რა მდგომარეობაშია ახლა იჯახი?

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ქმა­რი ეტლს მიეჯაჭვა – რა სჭირს მომღერლის მეუღლეს და რა მდგომარეობაშია ახლა იჯახი?

09 Aug 2024, 10:17

 

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ქმა­რი ავად არის. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. კონ­ტრი­ძის ქმარს ხუთი წლის წინ გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

ნი­კო­ლაი კლო­პოვ­მა და თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქორ­წი­ნეს. მას შემ­დეგ კონ­ტრი­ძე-კლო­პო­ვას წყვი­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ და ბედ­ნი­ერ ოჯა­ხად ით­ვლე­ბი­ან. ახ­ლა­ხანს თე­ო­ნამ საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს ქორ­წი­ნე­ბი­დან 16 წელი მი­უ­ლო­ცა და პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც წყვი­ლი 5 წე­ლია ებ­რძვის.

ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი ღიად წერს. ნი­კო­ლა­ის ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. გა­სუ­ლი წლი­დან მა­მა­კა­ცი ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა, მაგ­რამ არც ის და არც მომ­ღე­რა­ლი არ და­ნე­ბე­ბუ­ლან. წყვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს ერ­თად გა­და­ლა­ხავს.

“08.08.08 – თბი­ლის­ში დავ­ქორ­წინ­დით. დღე იყო დრა­მა­ტუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით ბედ­ნი­ე­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ერთი წე­ლია რაც ეტ­ლში მყავს, მაგ­რამ ჩვენ, ისე­ვე რო­გორც 16 წლის წინ, ღირ­სე­უ­ლად ვუმკლავ­დე­ბით ჩვენს დრა­მას და ყო­ველ­დღე ვცდი­ლობთ, ღმერ­თის მად­ლი­ე­რი ვი­ყოთ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან მოგ­ვცა: შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი. სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც გვიყ­ვარს, ბევ­რი სი­ცი­ლი, მუ­სი­კა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა მა­შინ, იმარ­ჯვებს ახლა და ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს! კოლი, შენ ხარ ჩემი მთა­ვა­რი სა­გან­ძუ­რი, ჯო­კე­რი, ბრი­ლი­ან­ტი“, – წერს 47 წლის მომ­ღე­რა­ლი.

თე­ო­ნა პოსტთან ერ­თად მე­უღ­ლეს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ის ეტ­ლში ზის. ნი­კო­ლაი იღი­მე­ბა და ჟეს­ტით აჩ­ვე­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მომ­ღე­რა­ლი იქვე დგას და ნა­ზად ეხუ­ტე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს.

წყვი­ლი სა­ერ­თო შვილს, გი­ორ­გის ზრდის. თე­ო­ნას ასე­ვე ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, რუს მომ­ღე­რალ იური ტი­ტო­ვის­გან. ტი­ტოვს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გო­გო­ნას გაზ­რდა­ში, ამი­ტომ 11 წლამ­დე ის კლო­პოვს მა­მად თვლი­და.

“რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ მარ­ტო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა და უპატ­რო­ნო იდი­ო­ტი გავ­ხდი! 20 წლის ბიჭს იუ­რას შე­ეძ­ლო რა­ი­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნა და მერე გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა, მაგ­რამ მე მის ზარს ვე­ლო­დე­ბო­დი“, – აღი­ა­რა თე­ო­ნამ.

“ერთ დღეს მი­ვე­დი სახ­ლში, დავ­ჯე­ქი და კარ­გად ვი­ტი­რე. მივ­ხვდი, რომ მჭირ­დე­ბო­და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა. ახლა ათას­ჯერ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იუ­რას ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის. შენი წყა­ლო­ბით, იუ­რო­ჩკა, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. ერთხე­ლაც რომ და­მირ­ე­კო და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დო, გა­მი­ხარ­დე­ბა. არ ვიმ­სა­ხუ­რებ ამას?” – ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ო­ნა.

წყარო: ambebi.ge

აგრეთვე იხილეთ: