(საშინელი ვიდეო) ამ წუთებში ვრცელდება საშინელი ინფორმაცია! სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა - მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს მახლობლად, ავიაკომპანია Voepass-ის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ავიაკომპანიის ცნობით, ATR 72-ის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა - მათგან 58 მგზავრი იყო, 4 კი ეკიპაჟის წევრი, - იტყობინება Reuters - ი.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ არაფერი იციან ბორტზე მყოფი ადამიანების ბედის შესახებ.
თვითმფრინავი ვინედოს პროვინციაში ჩამოვარდა. ის კასკაველიდან (პარანას შტატი პარაგვაის და არგენტინის საზღვართან) გუარულოსის აეროპორტში მიფრინავდა. წყარო
-
განახლება 22:22
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, სავარაუდოდ, ავიაკტატროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.
"მინდა, ყველა ფეხზე წამოდგეს წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ - თვითმფრინავი ახლახან ჩამოვარდა სან პაულოში, 58 მგზავრით და ეკიპაჟის 4 წევრით... როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - თქვა მან X-ზე გაზიარებულ ვიდეოში.