რეგისტრაცია
Website Demo » მართვის მოწმობის გამოცდა 2 ეტაპიანი გახდება – ნახეთ რისი ჩაბარება მოგიწევთ ამიერიდან პრაქტიკულ გამოცდაზე

მართვის მოწმობის გამოცდა 2 ეტაპიანი გახდება – ნახეთ რისი ჩაბარება მოგიწევთ ამიერიდან პრაქტიკულ გამოცდაზე

06 Aug 2024, 23:20

 

მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ კიკნაძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულის ფარგლებში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი გახდა, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას. ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. ამ ეტაპზე აღნიშნული მოქმედებს B; BE; C; D; C1 და D1 კატეგორიები/ქვეკატეგორიებისთვის. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს, როგორც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწას, ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას,“- აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

აგრეთვე იხილეთ: