ცნობილია ვინ არის დაღუპული ქალი
ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე შვილის სანახავად მიდიოდა. შემთხვევა ფონიშალაში მოხდა.
გარდაცვლილი ქალბატონი ელზა მებურიშვილია.
"ჩემი თანამშრომელი იყო, თავადაც ხშირად დადიოდა აქციებზე, როგორც გავიგეთ შვილის წამოსაყვანად მიდიოდა წუხელ რუსთაველზე და გზაში ეს ტრაგედია შეემთხვა, ავტობუსი დაეჯახა და მრავლობითი ტრავმით კლინიკაში მალევე გარდაიცვალა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლები.
"ეს ფოტო იყო ბოლო, წუხელ რაც გამომიგზავნე აქციიდან და გაფრინდი... გეჩქარებოდა" - წერს ვახო კანკავა და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ელზა მებურიშვილისგან ბოლოს მიიღო.