"მთელი ჩოხატაური ტირის..." - ცნობილია გურიაში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების კლინიკაში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.
- ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულები ჩოხატაურიდან არიან.
"ჩოხატაური... უმძიმეს ავარიას ჩოხატაურელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავებულია. ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი, ჩემს ძმასთან მეგობრობდნენ... ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას.... რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს, ახლობლებს ... გამძლეობას გისურვებთ..." - წერს დაწერა ბლოგერმა გივიკო დიდიამ.
დაღუპულებს შორის სამართალდამცველიც არის, გიორგი ხაჯიბეგოვი, რომელიც ჩოხატაურის სოფელ ვანზომლეთიდან იყო. ასევე გარდაცვლილია გოგა მეფარიშვილი. მას მეუღლე და შვილები დარჩა. ის სოფელ გორაში ცხოვრობდა. ხოლო მესამე გარდაცვლილი თომა ჟღენტია.
"მთელი ჩოხატაური ტირის. საოცარი ბიჭები დავკარგეთ. არც კი მჯერა, რომ აღარა არიან. განსაკუთრებული ბიჭები იყვნენ" - ჰყვებიან ადგილობრივები და ამბობენ, რომ მძიმე ემოციური ფონის გამო საუბარი ძალიან უჭირთ.