15 შემზარავი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული
სიკვდილი ყველა ადამიანში გარკვეულ შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველა ჩვენგანმა იცის რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში ადამიანების სიკვდილამდე რამდენიმე საათით ან წუთით ადრე გადაღებულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მართლაც რომ მძიმე სანახავია, რადგანაც თითოეულ კადრში რაღაც ისეთი ენითაღუწერელი და აუხსნელი რამ იმალება, რაც ყველა მნახველში უნებურ შიშს ბადებს.
29 წლის ესპანელი ტორეადორი ვიქტორ ბარიო სიკვდილამდე წამით ადრე. 29 წლის მატადორს ხარმა რქა პირდაპირ გულში გაუყარა. მართალია, ადგილზე ექიმები მყისიერად მივიდნენ, თუმცა ახალგაზრდა ტორეროს გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.
31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსონი "სენტ-ჰელენზის" მთის ფერდობზე ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, სადაც მკვლევარი გარდაიცვალა კიდეც.
ჰოლანდიელი გოგონების კრის კრემერსისა და ლისანა ფრონის მიერ გადაღებული ბოლო სელფი პანამაში, სადაც ორივე ტურისტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ესამ, კელსიმ და სავანამ ეს სელფი მანამდე გადაიღეს სანამ უკანა ფონზე გამოჩენილი მატარებელი მათ სიცოცხლეს შეიწირავდა.
ეს სელფი "ფეისბუქზე" ორმა მეგობარმა გამოაქვეყნა, იმავე საღამოს გოგონამ მარცხნივ (შაიენ ანტუანმა) თავისი მეგობარი ბრიტნი გარგოლი ქამრით დაახრჩო.
-0:05