ვინ არის ქართველი კაცი, რომელმაც ნანუკას მოკვლა სცადა - „დღეს არ გამომივიდა, მაგრამ…“
თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ფავორიტი მსახიობი ჰყავთ. სერიალი, რომელშიც ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თამაშობს, მსოფლიოსა და საქართველოში უკვე მოიპოვა პოპულარობა.
საქართველოში სერიალს „სხვისი შვილების“ სახელით იცნობენ. მთავარ როლს ჰალილთან ერთად ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი ასრულებს.
სერიალში ნანუკას ჯერ თურქი ბოროტმოქმედები დასდევდნენ, ახლა კი ქართული მაფიაც გამოჩნდა.
როგორც ირკვევა, ნანას მტრები საქართველოშიც ჰყოლია და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. მაფიის ბოსი სახელად სერგოა, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა შური იძიოს.