ვიდეო🎥 „მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა „სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ – ავთანდილ ხურციძის სკანდალური განცხადება
ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, მის წინააღმეგ ცრუ ჩვენებები მისცა.
შეგახსენებთ, ხურციძე აშშ-ში, 2017 წელს მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მან საპატიმრო 2023 წელს დატოვა.