რეგისტრაცია
Website Demo » “ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ… “- რას იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი მამაზე

“ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ… “- რას იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი მამაზე

13 Sep 2024, 15:42

 

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი 9 თვის განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფებოდა. მან მიმდინარე წლის იანვარში, ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე იყო.

სადაც ზურა მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ საუბრობს:

ზურა ბერიკაშვილმა მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა.

„მე რომ გავჩნდი, გივი უკვე გივი იყო.. ბავშვობისას ქუჩაში რომ გამოვყავდი, მივხვდი, რომ ყველა რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებდა…

ქუჩაშიც ნებისმიერ სიტუაციაში რომ გავივლი, მეუბნებიან – ვაიმე, ვაიმე, როგორი მამა გყავდა, თან მერიდება..

ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ, “ერთხელ, ახალ წელს სახლში მოვედი, ვიქეიფე, პირველი რიცხვია, საღამოს სუფრა გაშალეს და ცალკე დევს, ერთი შამპანური და ბევრი 10 თეთრიანი დიდი პარკით… გივის ახალი წელი მოულოცეს ლიფტის მომსახურების ბიჭებმა, ათ თეთრიანების დახურდავებაზე რომ არ ეწვალა პირველ რიცხვში აჩუქეს , აი ამდენი სიყვარული ჰქონდა მას …”

აგრეთვე იხილეთ: