ამის მოთმენა აღარ შემიძლია ნაეთ სინამდვილეში რატომ დატოვა სალომე ღვინიაშვილმა ტელევიზია - ნახეთ სალომემ დუმილი დააღვია
მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა, რომელიც უკვე 8 წლის მანძილზე გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი იყო, ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
ღვინიაშვილის განცხადებით, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, არხი დატოვა არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ საკუთარი გადაწყვეტილების გამო. როგორც ის ამბობს, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
„ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმ შოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით.
ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში.
პრაიმ შოუსთან ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას", - წერს ღვინიაშვილი.
გარდა ამისა, ის აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მადლობას უხდის „იმედს“ და „პრაიმ შოუს“ შემოქმედებით ჯგუფს.
„არ ვიცი საიდან დავიწყო, პირველ რიგში მინდა დავიწყო ნოე შენით და გითხრა საჯარო მადლობა იმისთვის, რომ მომეცი საშუალება ვყოფილიყავი პრაიმშ ოუს ნაწილი და ეს წლები, ეს არაჩვეულებრივი წლები, ცხოვრებისეული მოგონება, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის დამრჩება და მე ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში ამის ნაწილი და ძალიან ბევრი საინტერესო დღე შემიძლია გავიხსენი პრაიმ შოუსთან ერთად და ამ გამოცდილებისთვის მადლობა. ასევე ჩემს თანაწამყვანებს ირაკლი, ნინი, ანრი, ნინო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი სახით მყავს კარგი მეგობრები და ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მენატრებით და ძალიან მიყვარხართ, მადლობა იმ ერთგულებისთვის, საუკეთესო წლებისთვის. მადლობა მთელს შემოქმედებით ჯგუფს, ძალიან მიყვარხართ ყველა. რა თქმა უნდა დიდი მადლობა არხს და „პრაიმ შოუს“ ერთგულ მაყურებელს", -განახადა ღვინიაშვილმა
ცნობისთვის, ღვინიაშვილი, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მსვლელობისას, აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლების ქმედებებს, აქციის მონაწილეების მიმართ და აფიქსირებდა მოსაზრებას, რომ საქართველო ირჩევს ევროპას.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სალომე ღვინიაშვილის „იმედის“ დატოვებასთან ერთად, ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის შესახებაც, რომ არხი დატოვა ნინი ბადურაშვილმაც, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება, რომ ბადირაშვილი კვლავ სახელისუფლებო არხზე რჩება.