რეგისტრაცია
Website Demo » როგორ აღმოაჩინა ცისნამი საყვარლიშვილმა, რომ დები ჰყავს – „მამის ოჯახი მზადაა მიმიღოს და გამიცნოს, დედის ოჯახიდან არავინ მეხმიანება…“

როგორ აღმოაჩინა ცისნამი საყვარლიშვილმა, რომ დები ჰყავს – „მამის ოჯახი მზადაა მიმიღოს და გამიცნოს, დედის ოჯახიდან არავინ მეხმიანება…“

12 Sep 2024, 21:34

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ქართველი ემიგრანტი წერს, ახლახან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიოლოგიური მამის მხრიდან სამი და ჰყავს.

ემიგრანტი სიხარულით უზიარებს საზოგადოებას, რომ სამივე დასთან დაამყარა კონტაქტი და მასთან ურთიერთობის სურვილი დებმაც გამოთქვეს.

 ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიოლოგიური დედის მხრიდანაც ჰყავს მას ერთი და რომელიც, საყვარლიშვილის თქმით, წლებია მის არსებობას მალავს:

„ბიოლოგიური დედის მხრიდან ერთი და მყავს, რომელიც ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონაა. წლებია ვიცნობდი და ის წლებია მალავდა ჩემს არსებობას. არსად არ უთქვამს რომ მე მისი და ვიყავი. მეც ჩუმად ვიყავი. მის ფოტოს არ ვდებ. არ მოეწონება. უკვე გამიბრაზდა იმაზე, რომ საჯაროდ ვთქვი დედის სახელი. ახლა აღმოჩნდა რომ ბიოლოგიური მამის მხრიდანაც სულ დები მყავს. სამივემ მომწერა და სამივეს სურს ჩემთან ურთიერთობა.
ერთი სული აქვთ როდის დამალაპარაკებენ მამას. როგორც თვითონ ამბობენ, მამას არ სცოდნია ჩემი არსებობის შესახებ. მომწერა ბიძაშვილმა მამის მხრიდან. ძალიან გახარებული იყო. დიდი და ლამაზი ოჯახი გვაქვს და გელოდებით საქართველოშიო. ანუ, კარგი ვქენი რომ საჯაროდ დავწერე. მამის ოჯახი მზადაა მიმიღოს და გამიცნოს. დედის ოჯახი და ნათესავები ჩუმად არიან, არავინ მეხმიანება. დედას როგორც ჩანს ისევ არ ვუნდივარ.
მამა ფოტოდან კეთილი და კარგი ადამიანი ჩანს. ჯერ არ დავდებ მის ფოტოს. ძალიან ემოციურია ჩემთვის. ვერ ვბედავ საუბარს. გაბრაზებული ვარ. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. ცოტა დრო მჭირდება რომ ყველაფერი გადავხარშო.
თავი გასკდომაზე მაქვს. ათასი რამ ტრიალებს ერთად. ასეთი სასოწარკვეთილი კარგი ხანია არ ვყოფილვარ.
მადლობა დებს გამოხმაურებისთვის. გატეხილ გულს ესიამოვნა“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

 

აგრეთვე იხილეთ: