რეგისტრაცია
Website Demo » თბილისში, სარკინიგზო შემთხვევას საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისში, სარკინიგზო შემთხვევას საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

03 Sep 2024, 15:44

 

საქართველოს რკინიგზა თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ეხმაურება

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრაგედიას ემსხვერპლა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ: