მიხო სიკვდილის წინ ცოლს დაუძახებს და ეტყვის: - ერთი ნატვრა შემისრულეო...
პაროდისტ ბესო ბერულაშვილის მონაყოლი:
"ერთხელ მე და ჩემი მეუღლე მაია მის მშობლებთან მივედით. ჰოდა მიხოს ამბავი მოვყევი. მოკლედ: მიხო სიკვდილის წინ ცოლს დაუძახებს და ეტყვის: - ერთი ნატვრა შემისრულე. სიკვდილი რომ მოვა, შენ მარჯვენა მხარეს დადექი და დედაშენი მარცხენა მხარეს დააყენეო. - ეგ რატომო? - მინდა, ქრისტესავით მოვკვდე 2 ავაზაკს შორისო.
მიხოს ამბავი ჩემმა სიდედრმა გააპროტესტა, მე და მაია ავაზაკები ვართო? ის კი არ თქვა, შვილო, ეს ახალგაზრდა ბიჭი რატომ კვდებიო?