კაცი, რომელმაც ცოლი და ორი მეგობარი მოკლა დაუჯერებელი რამ თქვა… – “ორივესთან ღალატობდა…”
მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.
“მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა. ამის შემდგომ განახორციელა ეს ქმედება.
მიმალვის შემდეგ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა“, – აცხადებს ადვოკატი.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კუთხით ფიგურირებს საქმეში მესამე მოკლული, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულის ზვიად ზურაბაშვილის მტკიცებით, მეუღლე მასთანაც ღალატობდა.
“მასთანაც ღალატობდა, ამას განმარტავს. მან ასეთი პოზიცია გააჟღერა“,- აღნიშნავს ადვოკატი.