რეპერი სცენაზე, კონცერტის მიმდინარეობისას გარდაიცვალა (ამერიკა)
ამერიკელი რეპერი, ფეტმენ სკუპი სცენაზე გარდაცვალა – ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, 53 წლის რეპერმა კონექტიკუტში, კონცერტის მიმდინარეობისას დაკარგა გონება.
რეპერი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, სკუპის წარმომადგენლებმა BBC-ის მომღერლის გარდაცვალება დაუდასტურეს.
გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.