რეგისტრაცია
Website Demo » არის ფინალი! ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის ფინალშია

არის ფინალი! ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის ფინალშია

31 Jul 2024, 19:31

ლაშა ბექაური

პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე ლაშა ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ჰანსუკო მაკეთი (სამი გაფრთხილება) დაამარცხა. ლაშა ზედიზედ მეორედ ფინალშია!

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, მსაჯი თავიდანვე უცნაურად მოქმედებდა და თუ პირველი ორი შიდო ლოგიკური იყო, მალევე ორივე ჯუდოკას 2-2 შიდო უჩვენა, რაც ბრძოლაზეც აისახა.

ამის შემდეგ იყო ბექაურის შეტევების მთელი სერია და არბიტრის დუმილი, 2 გდება და ორჯერ გაუქმებული ვაზარი, ბოლოს კი დამატებით დროში მსაჯი იძულებული გახდა მოსახლიშვილისთვის მესამე შიდო მიეცა და ლაშამ ჰანსუკო მაკეთი მოიგო.

ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში კორეელი ჯუეოპ ჰანი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 22 წამში იპონით დაამარცხა. საწყის ეტაპზე კი ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა.

აგრეთვე იხილეთ: