რეგისტრაცია
Website Demo » "ნაადრევად დასრულდა" - აქვს თუ არა ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიას?

"ნაადრევად დასრულდა" - აქვს თუ არა ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიას?

10 Aug 2024, 15:12

 

ნფორმაცია, რომ „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ამის გამო არ ივარჯიშა, არ დადასტურდა – ამის შესახებ ჟურნალისტმა დარიო სარნატარომ radio marte-ს ეთერში განაცხადა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ხვიჩამ მარჯვენა ფეხის კუნთში დისკომფორტი იგრძნო და ამის გამო ვარჯიში ნაადრევად დაასრულა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა მომდევნო დღეებში სრული დატვირთვით განაგრძო მზადება.

„ხვიჩა კვარაცხელიას კუნთი გაეჭიმა და ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, სერიოზული არაფერია. თუმცა, დაღლილობისა და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა ის დაასვენეს და ახლა კვარა უკვე კარგად არის“, – განაცხადა Radio Marte-ს კორესპონდენტმა.
წყარო: “პირველი არხი”

აგრეთვე იხილეთ: