ჭიჭიკია და ბიჭიკია იმ დროს იხსენებენ, როცა „ნაკითხი“ ადამიანი „მოდაში“ იყო …
ჭიჭიკია და ბიჭიკია იმ დროს იხსენებენ, როცა „ნაკითხი“ ადამიანი „მოდაში“ იყო …
ჭიჭიკია და ბიჭიკია სკოლის მოსწავლეები არიან. ერთხელ მასწავლებელმა საშინაო დავალებად მისცა თხზულება: როგორ გავატარე ზაფხული. ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:
-რა დავწეროთ სიმონ? მთელი ზაფხული პლანს ვეწეოდით.
ბიჭიკიამ მოიფიქრა:
-მოდი „ვეწეოდი“-ს მაგივრად დავწეროთ „ვკითხულობდი“. ბიჭიკია ასეც მოიქცა და გამოუვიდათ შემდეგი თხზულება:
„
დილით გავიღვიძე, წავიკითხე. ავდექი, პირი დავიბანე, წავიკითხე, ვისაუზმე. მერე შუადღემდე ვკითხულობდი. ვისადილე, მერე ძილი მომერია. ძილის წინაც წავიკითხე. დავიძინე. რომ გავიღვიძე ისევ წავიკითხე. ამ დროს ჭიჭიკიაც მოვიდა. ეტყობოდა მაგააარი ნაკითხი იყო. გავედით აივანზე, ვდგავართ, ერთად ვკითხულობთ. დაბლიდან მეზობელი გვეძახის:
-წასაკითხი არაფერი გაქვთ?
იმასაც ეტყობოდა მაგარი ნაკითხი იყო, თან ერთი წიგნი ყურში ჰქონდა გარჭობილი.
“