რეგისტრაცია
Website Demo » “საშინელი ამბავი მაქვს…” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

“საშინელი ამბავი მაქვს…” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

08 Aug 2024, 16:20

 

“საშინელი ამბავი მაქვს – ქუჩიდან წაყვანილი ნანა ბებო დილას, თავშესაფარში გარდაიცვალა” – ამის შესახებ ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას გარდაცვლილის დაკრძალვისთვის დახმარებას სთხოვს.

“დილასვე გადმოვასვენეთ სარიტუალო დარბაზში და აქ ვყავართ ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი. ალბათ, გული იმიტომ არ მისკდება, რომ სხვებსაც ვჭირდები ჯერ.

ეს ქალი ჩემი გული იყო… მართლა, სიყვარულით და სიკეთით სავსე. 3 დღე ვიქნებით აქ და დღის და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოსვლა, ვისაც მოგინდებათ.

მისამართი: მახათას აღმართი N55. ნანა ჟღენტი. შაბათს დავკრძალავთ და მომეხმარეთ რა. ისე უნდა გავაცილო, როგორც ეკადრებოდა.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი – #GE35BG0000000144817300

თიბისი ბანკი – #GE90TB7603845061100016

მიმღები: აკაკი სინჯიკაშვილი

PayPal: Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili” – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე იხილეთ: