რეგისტრაცია
Website Demo » გულმა ვეღარ გაუძლო – დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი

გულმა ვეღარ გაუძლო – დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი

07 Aug 2024, 15:35

 

ნიკოლოზ ჩუბინძე, რომელსაც მეგობრობის გამზირზე ორი კვირის წინ მოტოციკლი დაეჯახა, გარდაიცვალა. ის ორ კვირაზე მეტხანს “კლინიკა რუსთავის” სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

“19 ივლისს ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ნიკოლოზ (ნიკა) ჩუბინიძე. 2 კვირიანი კომატოზური მდგომარეობა,თავის ტვინის მძიმე დაზიანება, დასჭირდა უამრავი ოპერაცია კიდურის ამპუტაცია, თუმცა მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამდენს და 4 აგვისტოს სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა 🥹 ყოველთვის ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში და მოგონებებში 🙏 უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე ყველას გულში” – ნონა გუგუშვილი სოციალურ ქსელში.

 

“ეს ადამიანი იყო და იქნება ჩემთვის მისაბაძი პიროვნებება❤️ ნიკუშ უზუმოდ მიყვარხარ და მენატრები🫂 ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული და მისაბაძი ძმაკაცი იყავი და ეს არაერთხელ მითქვამს ყოველთვის ვეცდები რო მოგბაძო და შენაირი ვიყო ჩვენ ძმაკაცებთან❤️ ამას შენ ყველაზე ნაკლებად იმსახურებდი ვნანობ რო შენ გვერძე არ ვიყავი და ამას ვერასოდეს გამოვასწორებ გული მისკდება ❤️💔მახსოვს რა გინდოდა და გახარებდა ყველაზე მეტად და რისთვის ალაგებდი გეგმებს და მთელი ცხოვრება მაგას გავაკეთებ და გაგახარებ მუდამ სადაც იქნები ” – წერს გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი.

 

აგრეთვე იხილეთ: