გურამ თუშიშვილი მკაცრად დასაჯეს – ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა.
გურამ თუშიშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდურ ჩათვლაში, რომელიც 2024 წლის 3 აგვისტოს გაიმართება.
გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მანამ, სანამ IJF-ის სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად არ შეიკრიბება. ჩატარდება დამატებითი გამოძიება და გაირკვევა, რა მოხდა“.
შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი თუშიშვილის დამარცხების შემდეგ პროვოკაციულად მოიქცა, რის გამოც ძიუდოისტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.