რეგისტრაცია
Website Demo » ტრამპის ახალი გადაწყვეტილება

ტრამპის ახალი გადაწყვეტილება

09 Mar 2025, 11:33

ვაიმე კარგი არაფერი მოხდება, ეს არ უნდა ექნა ❗️

დონალდ ტრამპი კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს. განცხადება შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, თეთრ სახლში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ტრამპის თქმით, წლების განმავლობაში ამერიკას კანადა უსამართლო ტარიფებს უწესებდა, მათ შორის საუბარია ხე-ტყისა და რძის პროდუქტებისთვის დაწესებულ გადასახადებზე. ტრამპის განცხადებით ის შეაჩერებს ამერიკის შეერთებული შტატების ძარცვას სხვა ქვეყნების მხრიდან, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

"კანადა წლების განმავლობაში გვძარცვავდა ტარიფებით ხე-ტყეზე და რძის პროდუქტებზე - 250%-ით. არავინ საუბრობს ამ 250%-იან ტარიფზე, რომელიც ჩვენს ფერმერებს აზარალებს. ეს აღარ გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ - მათ იგივე ტარიფით შევხვდებით, თუ არ შეამცირებენ მას.

შეიძლება ეს დღესვე გავაკეთოთ, ან ორშაბათსა თუ სამშაბათამდე დაველოდოთ. მაგრამ ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არასოდეს ყოფილა სამართლიანი. კანადა ჩვენს ფერმერებს ცუდად მოექცა. ჩვენი ქვეყანა ყველასგან იყო გაძარცვული. ახლა ეს შეწყდება.

ჩვენი ქვეყანა — ეკონომიკური, ფინანსური და სავაჭრო თვალსაზრისით — თითქმის ყველა ქვეყნისგან იყო გაძარცვული: კანადა, მექსიკა, და ასე უსასრულოდ გრძელდება სია. ინდოეთი გვიწესებს უზარმაზარ ტარიფებს, უზარმაზარს. იქ თითქმის ვერაფერს ვყიდით. ეს არის შეზღუდვა. ეძებენ ერთ-ერთ უდიდეს ჩიპების ქარხანას მსოფლიოში, ძირითადად არიზონაში,"- აცხადებს ტრამპი.

აგრეთვე იხილეთ: