ტრაგედია სენაკში - ავარიას ორსული ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ორსულად იყო.
შემთხვევა სენაკი-შხეფის გზის მონაკვეთზე მოხდა. მანქანა გზიდან გადავარდა. 27 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაღუპული სენაკის მკვიდრია.