რეგისტრაცია
Website Demo » ხმაური და დაპირისპირება შემთხვევის ადგილიდან, სადაც ცოტა ხნის წინ არასრულწლოვნები ავარიის შედეგად დაიღუპნენ - ვიდეოკადრები ადგილიდან

ხმაური და დაპირისპირება შემთხვევის ადგილიდან, სადაც ცოტა ხნის წინ არასრულწლოვნები ავარიის შედეგად დაიღუპნენ - ვიდეოკადრები ადგილიდან

30 Dec 2024, 22:54

ხმაური და დაპირისპირებაა ბოლნისის რაიონში, სადაც ცოტა ხნის წინ არასრულწლოვნები ავარიის შედეგად დაიღუპნენ .

როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.


წყარო: Ipn

ვიდეო: InterPress.ge

აგრეთვე იხილეთ: