„ამ დღეს დაწერეთ სურვილები და ახალ წლამდე, დღეში სამჯერ წაიკითხეთ“ -ნახეთ მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
იხსნება პორტალი და დიდი სასიკეთო ენერგია მოდის სამყაროსგან - შესაბამისად, ამ დროს დადებითად უნდა განვეწყოთ და სურვილები ჩავიფიქროთ.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი შემდეგ რეკომენდაციას გასცემს:
„სულ 4 პორტალი გვაქვს ჩვენ წელიწადში - მზებუდობებზე და დღე-ღამ ტოლობაზე. 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა გვაქვს - ძველად, ამ დროს იყო დიდი დღესასწაული, დიდი ლოცვა. 21 რიცხვი არის შაბათი. იყავით დადებითი განწყობით, ილოცეთ, დალოცეთ ყველა... ასევე, რაღაც კარგი ჩაუთქვით. შეგიძლიათ დაწეროთ, რა სურვილები გაქვთ. ახალ წლამდე, დღეში სამჯერ წაიკითხეთ. რომ მოხდეს მათი აკუმულაცია, იხსნება პორტალი, დიდი სასიკეთო ენერგია მოდის“, - ამბობს ასტროლოგი.