რეგისტრაცია
Website Demo » “მზის შუქზე მოხდა: სანამ გამოვბრუნდი ვიღაც კაცი მივიდა ჩემს 2 წლის შვილთან, ვითომ ეფერებოდა და უცებ გამოქაჩა ხელზე და მიყავდა…” – რა საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება (ვიდეო)

“მზის შუქზე მოხდა: სანამ გამოვბრუნდი ვიღაც კაცი მივიდა ჩემს 2 წლის შვილთან, ვითომ ეფერებოდა და უცებ გამოქაჩა ხელზე და მიყავდა…” – რა საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება (ვიდეო)

10 Oct 2024, 12:45

 

ვარკეთილის დახურულ ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშის გატაცებას უცხო მამაკაცი ცდილობდა.

“მოკლედ, ძალიან განერვიულებული ვწერ ამ პოსტს. არეულად დაწერილი გამომივა, მაგრამ აზრს მიხვდებით. დღეს, შუადღის საათებში მზის შუქზე, ხალხო, მესამე მიკროში 341-ე კორპუსის წინ პარკში მყავდა მაზლის შვილი,15 წლის გოგო და ჩემი შვილი, რომელიც არის 2 წლის.

სალონში ბავშვის ქურთუკი დამრჩა. ამ დროს, ჩემი პატარა დავუტოვე, სანამ გამოვბრუნდი და მივედი ამ დროში ვიღაც კაცი მივიდა ჩემს შვილთან, ვითომ ეფერებოდა და უცებ გამოქაჩა ხელზე და მიყავდა.

ჩემს მაზლისშვილს რომ არ ეყოჩაღა, წარმოდგენაც არ მინდა რ აიქნებოდა. ბავშვი ხელიდან წაგლიჯა და გააცილა მაქაურობას, რომ მივედი და მომიყვა ამ დროში ეგ არაკაცი გაქრა ვერსად ვნახე ბავშვს ფერი არ ედო სახეზე ისეთი დამხვდა. კამერებს ამოვიღებ აუცილებლად და სათანადო ზომებს მივმართავ აუცილებლად. უბრალოდ, იმიტომ ვწერ ამ პოსტს რომ მშობლებო, ერთი წამი არ მოაშოროთ ბავშვებს თვალები, ვერც ვიფიქრებდი თუ ესეთი რამები ჯერ კიდევ ხდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ხდება,” – წერს ბავშვის დედა.

აგრეთვე იხილეთ: